12:18:31     04-01-2013
2013 - ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების 'დაწინაურების' წელი?
![a22819.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a22819.jpg)
კრიმინალური სამყარო კვლავ აქტიურდება. ამჯერად ერთმენთს ასლან უსოიანისა და როვშან ჯანიევისა და ჯემო მიქელაძის კლანები უპირისპირდებიან. ორივე მხარე მთელი დეკემბრის თვეში შეკრებებს ატარებდა და ოპონენტებს ბრალდებებს უყენებდა. კერძოდ, როვშანს კანონიერი ქურდის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობას და ასლან უსოიანზე თავდასხმას აბრალებენ.
მას შემდეგ, რაც 2010 წელს კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი ასლან უსიოანი, მეტსახელად დედ ჰასანი სნაიპერმა დაჭრა, ის სერიოზულად დაფიქრდა, თუ ვინ ჩაუდგება მის შემდეგ სათავეში მაფიას. და თუკი მას რამე დაემართება ეს ადამიანი მისი ნათესავი, ქართველი დიმიტრი ჭანტურია იქნება, მეტსახელად მირონი. ის 1981 წელს საქართველოში დაიბადა და იაროსლავლის მაყურებელი იყო. ის რამდენჯერმეა ნასამართლევი. ოპერმუშაკები ამბობენ, რომ ახლა სწორედ ჭანტურია კონტაქტობს კლანის წევრებთან, ბიზნესმენებთან, აწარმოებს მოლაპარაკებებს ე.წ. კანონიერ ქურდებთან... რადგან ესმის, რომ მოსალოდნელ განგსტერულ ომში მას სერიოზული როლი ეკისრება და ამიტომაც, ოპონენტებთან მოლაპარაკებებს უამრავი დაცვის წევრების თანხლებით ატარებს.
როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორიგანოების წყარო აცხადებს, მირონს კონკურენცია მხოლოდდამხოლოდ ზაქარია კალაშოვმა შეიძლება გაუწიოს, რომელიც ამჯერად სასჯელს ესპანეთში იხდის, თუმცა წელს უკვე გათავისუფლდება. იმავე რუსული წყაროების ცნობით, კალაშოვის ექსტრადირებას საქართველო ითხოვს, სადაც ის დაუსწრებლადაა გასამართლებული 18 წლით - ბიზნესმენ ალექს კრეინის გატაცებისა და მკვლელობის გამო. თუმცა რუსული მედია წერს, რომ 'იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში ფაქტობრივად შეიცვალა ხელისუფლება, შეიძლება საეჭვოც იყოს, რომ თბილისში კალაშოვის ექსტრადირება შედგება'.
ოპერატიული მონაცემებით, ახლა დედ ჰასანის კლანი აქტიურად ემზადება როვშანთან დაპირისპირებისთვის, როვშანი კი ამ ომის მოლოდინში ახალ 'ქურდებს ნათლავს'. ბოლოს, 10 დეკემბერს ერთბაშად 16 მაფიოზი 'აკურთხეს'. 'ავტორიტეტების' მასობრივ კორონაციას ოპერატიული სამსახურები კრიმინალურ სამყაროში მოსალოდნელ დაპირისპირებას უკავშირებენ, რომელიც სავარაუდოდ, წელს უნდა დაიწყოს და რომლის ძირითადი 'ბრძოლებიც' რუსეთის გარეთ წარიმართება, რადგანაც კრიმინალური სამყაროს ყველაზე დიდი დაჯგუფებები ამ დროისათვის საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში ცხოვრობენ.
0